“ფრანს ფუტბოლმა” “ოქროს ბურთის” (Ballon d’Or) 2023/24 წლების სეზონის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. მეკარეთა შორის საუკეთესოს წოდებაზე (“იაშინის ტროფეი”) წარდგენილია საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
„ვალენსიას“ ქართველიე მეკარის კონკურენტები არიან:
ემილიანო მარტინესი (არგენტინა / “ასტონ ვილა”), დიოგო კოშტა (პორტუგალია / “პორტუ”), ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია / პსჟ), გრეგორ კობელი (შვეიცარია / “დორტმუნდი”), ანდრეი ლუნინი (უკრაინა / “რეალი”), მაიკ მენიანი (საფრანგეთი / “მილანი”), უნაი სიმონი (ესპანეთი / “ბილბაო”), იან ზომერი (შვეიცარია / “ინტერი”), რონვენ უილიამსი (სამხ. აფრიკა / “მამელოდი”).
გამარჯვებულს 28 ოქტომბერს “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიაზე გამოაცხადებენ. გასულ წელს პრიზი ემილიანო მარტინესმა მოიგო.
„ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს მოპოვებული – 1963 წელს ლევ იაშინს. იმის გამო, რომ ყოველწლიურ ცერემონიებზე მეტი მეკარე იყოს აღიარებული, France Football-მა 2019 წელს წარადგინა Yashin Trophy, რათა სეზონის საუკეთესო მეკარე გამოევლინათ.
GIPHY App Key not set. Please check settings