ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები 2024/25 წლის სეზონში: „ლივერპული“, „ბარსელონა“, „არსენალი“, „ინტერი“, „ატლეტიკო მადრიდი“, „ბაიერ ლევერკუზენი“, „ლილი“, „ასტონ ვილა“, „ფეიენოორდი“, „ბრიუგე“, „ბაიერნი“, „ბენფიკა“, „დორტმუნდი“, პსჟ, „რეალ მადრიდი“, პსვ.
წილისყრა ხვალ, 21 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე უეფა-ს შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდება. მატჩები 4-5 და 11-12 მარტს გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიას “პარი სენ-ჟერმენი” შეხვდება “ლივერპულს” ან “ბარსელონას”.
1/8 ფინალი
პსჟ – ლივერპული / ბარსელონა
ბრიუგე – ლილი / ასტონ ვილა
რეალი – ატლეტიკო / ლევერკუზენი
პსვ – არსენალი / ინტერი
ფეიენოორდი – ინტერი / არსენალი
ბაიერნი – ლევერკუზენი / ატლეტიკო
დორტმუნდი – ასტონ ვილა / ლილი
ბენფიკა – ბარსელონა / ლივერპული
ფინალს წელს მიუნხენი უმასპინძლებს. მატჩი „ალიანს არენაზე“ 31 მაისს ჩატარდება.
GIPHY App Key not set. Please check settings