ხურდება! ხურდება! ერთი თვით ყველაფერი მეორეხრისხოვანი გახდება, რადგან მისი უდიდებულესობა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. უჩვეულო დროს, მაგრამ ფეხბურთმა დრო და ადგილი არ იცის. სწორედ, ამიტომ მუნდიალი პირველად არაბულ სამყაროში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატზე პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესოა, რომ საფეხბურთო გვერდი ბუკმეკიერთა სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ყველაზე დიდი ფსონი არგენტინის ჩემპიონობაზე იდება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მესი არგენტინას დაუბრუნოს ის, რასაც არგენტინელები დიდი ხანია ელიან. მეორე ადგილზე ასევე სამხრეთ ამერიკული ბრაზილიაა.
ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკულმა გუნდმა 2002 წელს მოიგო (ბრაზილია) და იმის შემდეგ ევროპელების დომინაციაა.
GIPHY App Key not set. Please check settings