in

ყველაზე იაფი მანქანა კრიშტიანოს ავტოფარეხში: ალ-ნასრის საჩუქარი ახალი სპონსორის პატივსაცემად

კრიშტიანო რონალდომ ახალი BMW მიიღო, რომლის ფასი 164 000 ფუნტი სტერლინგა. ეს მას შემდეგ, რაც „ალ ნასრმა“ სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა გერმანულ ავტომწარმოებელთან.

რონალდომ და მისმა თანაგუნდელებმა მანქანები საჩუქრად კლუბის საწვრთნელი ცენტრის სიახლოვეს მიიღეს.

“ფუფუნება ხვდება ფეხბურთის ვარსკვლავებს”, – დაწერა „ალ-ნასრმა“ სოციალურ ქსელში.

რონალდო ახალი BMW XM Red Label-თან გადაიღეს.

„ძალიან ლამაზი, ძალიან კომფორტული, – თქვა რონალდომ. – მე მომწონს, კარგი ფერი, დიზაინი”.

რონალდოსთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი მანქანაა მის კოლექციაში. კრიშს ჰყავს Rolls-Royce (4 და 9-მილიონიანი ღირებულების), კოსმიური ფასების Bugatti Chiron, Veyron და Centodieci, McLaren Senna (1 მლნ), რამდენიმე Ferrari (300 ათასიდან), Aston Martin (200 ათასი), რამდენიმე Mercedes, Porshe და Audi.
შეძენის დროს, ახალ BMW-ზე იაფი ავტომობილები იყო მხოლოდ Audi, რამდენიმე „მერსედესი“ და რამდენიმე „პორშე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლამინ იამალი წელს Google-ში ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია: ვის ეძებდნენ ყველაზე ხშირად ბოლო 15 წლის განმავლობაში

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა: წილისყრამ ძველი ნაცნობები შეგვახვედრა