ევროპის ტოპ 10 ლიგაში ყველაზე ერთგული მოქმედი ფეხბურთელი მოსკოვის ცსკა-ს მეკარე იგორ აკინფეევი აღმოჩნდა. ის ერთ გუნდში აგერ უკვე 17 წელი და 8 თვეა. ამით რუსი გოლკიპერი თვით ლეო მესის უსწრებს, რომელიც “ბარსელონაში” ერთგულად 16 წელიწადზე მეტია თამაშობს.
ნახეთ ტოპ 10 ფეხბურთელი, რომლებიც ყველაზე დიდხანს თამაშობენ თავიანთ გუნდებში:
- იგორ აკინფეევი (ცსკა, 17 წელი და 8 თვე)
- ლიონელ მესი («ბარსელონა», 16 წელი და 8 თვე)
- მარკ ნოუბლი («ვესტ ჰემი», 16 წელი და 8 თვე)
- სერხიო ალვარესი («სელტა», 16 წელი და 2 თვე)
- ოიერ სანხურხო («ოსასუნა», 15 წელი და 2 თვე)
- ჟესი მულენი («სენტ ეტიენი», 15 წელი და 2 თვე)
- ფრანჩესკო მანიანელი («სასუოლო», 15 წელი და 2 თვე)
- ჯორჯო კიელინი («იუვენტუს», 15 წელი და 2 თვე)
- სერხიო რამოსი («რეალი», 15 წელი)
- სემი ბოსუტი («ვარეგემი», 14 წელი და 2 თვე)
GIPHY App Key not set. Please check settings