ვაკო ყაზაიშვილი ოფიციალურად გახდა ახალი გუნდის წევრი. სამხრეთ კორეიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი აზიაში დარჩა და ამიერიდან ჩინეთის „შანდუნ ტაიშანის“ მაისურით ითამაშებს. ჩინური სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. კლუბმა ჩვენიანი წარადგინა და ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა.
სამი სეზონის გატარების შემდეგ ყაზაიშვილმა კორეული „ულსან ჰიუნდაი“ დეკემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ვაკოს ეროვნულ ნაკრებში 63 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი. „ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, მისი სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევროა.
ყაზაიშვილი 29 იანვარს 31 წლის ხდება.
GIPHY App Key not set. Please check settings