in

ქვილითაია წლის სიმბოლურშია და ჯილდო ქეცბაიასგან ჩაიბარა: დვალი მეორე 11-ეულში

კვიპროსის ჩემპიონი წელს აპოელ გახდა, რომლის რიგებში საქართველოს ნაკრების წევრები გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი გამოდიან.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, შედგა სეზონის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესოებში ქართველი თავდამსხმელიც შეიყვანეს.

კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირმა საზეიმო ღონისძიება მოაწყო. ქვილითაიას კი ჯილდო თემურ ქეცბაიამ გადასცა.

„ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს მიღებით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა და განსაკუთრებული მადლობა თემურ ქეცბაიას, რაც მან ჩემი კარიერისთვის გააკეთა“, – აღნიშნა ქვილითაიამ.

საქმე ისაა, რომ 2020 წლის ზაფხულში ქვილითაია კვიპროსში სწორედ ქეცბაიამ წაიყვანა და მაშინ „ანორთოსისში“ ქვეყნის თასიც მოიგეს.

მეორე საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა ლაშა დვალი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ისევ ყველაზე კარგი იყო, ვალენსიამ ევროპის შანსი დაკარგა

ინგლისში გამეორებას დატოვებენ: პრემიერლიგა VAR-ს არ გააუქმებს