საქართველოსა ნაკრების და კვიპროსული “აპოელის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
გიორგი ქვილითაიამ წელს კვიპროსის ჩემპიონატში “აპოელის” მაისურით 25 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
სეზონის სიმბოლურ გუნდში სამი ფეხბურთელია თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისიდან” – ჰოვჰანეს ამბარცუმიანი, კოსტაკის არტიმატასი და ამრ ვარდა.
Pasp Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოარჩიეს საქართველოს ნაკრების და “ანორთოსისის” მეკრე გიორგი ლორია, რომლის “ომონიასთან” განხორციელებული სეივიც მე-3 ადგილზე მოხვდა.
კვიპროსის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. “აპოლონი” “აპოელს” 5 ქულით უსწრებს და ჩემპიონობა განაღდებული აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings