გიორგი ქვილითაია “აპოელის” ფეხბურთელია. კვიპროსული პრესის ცნობით, “აპოელმა” “გენტს” გიორგის სანაცვლოდ 600 000 ევრო გადაუხადა და ჩვენებურს 3-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.
ქვილითაია “გენტში” 2018 წლის ზაფხულში ვენის “რაპიდიდან” გადავიდა, თუმცა ტრავმების და სხვა მიზეზების გამო ცოტას თამაშობდა. ბოლო სეზონი მან “ანორთოსისში” გაატარა, სადაც თემურ ქეცბაიას თავკაცობით 37 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და კვიპროსის თასს დაეუფლა.
რაც შეეხება “აპოელს”, გუნდი კვიპროსის 28-გზის ჩემპიონი და თასის 21-გზის მფლობელია.
GIPHY App Key not set. Please check settings