საქართველოში საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე სამი კვირაღა რჩება. კლუბების უმრავლესობა მოსამზადებელ ეტაპს ასრულებს, ზოგიც ახლა იწყებს. საფეხბურთო კლუბი სამტრედია კი, ჯერ არც შეკრებილა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმერლებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ, რადგან გუნდი გენერალურმა სპონსორმა დეველოპერულმა კომპანია “არქი ჯგუფმა” დატოვა.
ქართული კლუბების უმრავლესობა სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპს თურქეთის ქალაქ ანთალიაში, დაბა ბელეკში, ატარებს. გუშინ, თურქეთში ქართულ–რუსული სპარინგები ვიხილეთ. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” რუსულ “სოჩის” დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თურქეთში 7 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 5 წააგო.
ასევე დამარცხდა თბილისის “ლოკომოტივი”, რომელიც “როსტოვთან” 1:4 წააგო.
რუსული კლუბების წინააღმდეგ, ქართული ფეხბურთის ღირსება მხოლოდ გორის “დილამ” დაიცვა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა კრანსოდარის “ყუბანი” ამოს ნონდი ობეიროს ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა.
ამხანაგური შეხვედრა გამართა წყალტუბოს “სამგურალმა” , რომელიც ყარაღანდის “შახტართან” ფრეს დასჯერდა.
ქობულეთის “შუქურამ კი “რუსთავი” დაამარცხა.
ასევე, ცნობილი პრობლემების შემდეგ, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ქუთაისის “ტორპედომ”, რომელმაზ ზუგდიდის “დინამოს” მოუგო.
GIPHY App Key not set. Please check settings