მომდევნო სეზონიდან ქართულმა სარაგბო პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა შესაძლოა კიდევ ერთ ახალ ტურნირზე ითამაშოს.
სამხრეთ აფრიკული მედიის ცნობით, მომავალი სეზონიდან United rugby Championship-ს ქვედა დივიზიონის ტურნირი United rugby shield დაემატება, სადაც ქართული ფრენჩაიზიც მიიღებს მონაწილეობას.
წყაროს ცნობით, ტურნირზე სამხრეთ აფრიკული, შოტლანდიური, ირლანდიური, უელსური და იტალიური კლუბებიც მიიღებენ მონაწილეობას.
United rugby championship (pro 14), იგივე კელტთა ლიგააა. როგორც წყარო წერს, ტურნირის ორგანიზატორები ამ იდეაზე შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასზე და სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველ დივიზიონში (რანგით მეორე) გამოდის.
GIPHY App Key not set. Please check settings