in ,

თბილისში ბეტისის საფეხბურთო აკადემია იხსნება

“ინტერისა” და “ვილიარეალის” შემდეგ, თბილისში კიდევ ერთი წარმატებული საფეხბურთო კლუბის, სევილიის “რეალ ბეტისის” აკადემია იხსნება. ინფორმაციაც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ესპანური კლუბი წერს, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის შანსია გაეცნონ ესპანურ საფეხბურთო კულტურას. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სევილიური კლუბის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. ასევე, დაგეგმილია ქართველი მწვრთნელების “ბეტისის” მეთოდოლოგიით გადამზადება.

საქართველოში “რეალ ბეტისის” აკადემიის დირექტორი გიორგი ჩანადირი იქნება.

“მთავარი მიზანი, რომელიც დავისახეთ მოთამაშეების და მწვრთნელების სათანადო მომზადება იქნება სხვადასხვა ასაკისთვის ადაპტირებული მეთოდით, როგორც ეს კეთდება ესპანეთში, „ბეტისის“ მიერ. დროთა განმავლობაში, ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაწინაურების შესაძლებლობასაც შევთავაზებთ. პროექტი საწყის ეტაპზე საქართველოს დედაქალაქში განხორციელდება, თუმცა დროთა განმავლობაში სხვა ქალაქებშიც ვაპირებთ გასვლას“, – გიორგი ჩანადირი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართულმა ფრენჩაიზმა შესაძლოა კიდევ ერთ ტურნირზე ითამაშოს

მამარდაშვილის 11-ეული: ვილიარეალთან გიორგი ძირითადში გარანტირებულად იქნება