in

ქართული ჰიმნი რუსეთში: ჩხვიმიანი გრან სლემის ჩემპიონია

ყაზანში სტარტი აიღო ძიუდოს საერთაშორისო გრან სლემმა. პირველ დღეს, ტატამზე ვაჟებს შორის -60 და -66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვიდნენ.

-60 კგ. წონაში ბრწყინვალედ იასპარეზა ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელმაც ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა D ჯგუფში გამოსვლა ბერნადინ ცალასთან გამოსვლით დაიწყო. ქართველმა ძიუდოისტმა კამერუნელი მეტოქე ვაზარით დაამარცხა და შემდეგ რაუნდში გავიდა, სადაც ლუხუმმა პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპეშთან ორ წუთში იპონით იმარჯვა. 

მეოთხედფინალში ჩხვიმიანმა ჩეხი დავიდ პულკრაბეკის ბარიერიც წარმატებით დაძლია და ნახევარფინალში რამაზან აბდულაევს შეხვდა. რუს სპორტსმენს ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში ვაზარით სძლია და ფინალურში საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იყო.

ლუხუმ ჩხვიმიანმა მეტოქე უმძიმეს ბრძოლაში, დამატებით დროის მე-5 წუთზე შებოჭვით დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიდსმა შესაძლოა კვარაცხელიაში მეტი გადაიხადოს, ვიდრე თავის დროზე რიო ფერდინანდში

ნოემბერში არგენტინას ვუმასპინძლებთ?