გუშინ ბორდოში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის პირველი მატჩი გამართა. ლევან მაისაშვილის გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდა და 15:41 დამარცხდა.
“ბორჯღალოსნებმა” მეორე ნახევარი საკმაოდ კარგად ჩაატარეს. ვასილ ლობჟანიძემ და აკაკი ტაბუცაძემ ეფექტური ლელოებიც გაიტანეს.
ღირსეულად ვიბრძოლეთ, მაგრამ კლასში სხვაობა დიდია:საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა
მერაბ შარიქაძე: ვცდილობთ 100%-ით დავიხარჯოთ და ამ დროს მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს
Exclusive-მამუკა გორგოძე:მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის-საშინელი მსაჯობა იყო
მატჩის დასრულების შემდეგ, საზეიმო მიღება გაიმარტა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი ესწრებოდა.
საზეიმო ცერემონიალზე ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “ბორჯღალოსნების” ყოფილ მწვრთნელს კლოდ სორელს “ოქროს საწმისის ორდენი” გადაეცა.
გეტყვით რომ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე 2003 წელს იასპარეზა და მაშინ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი სწორედ კლოდ სორელი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings