in ,

ქართული ლეგიონის მონაგარი მაკედონიამდე: ზურიკოს სადებიუტო გოლი, კვარა კი იცით, მამარდა დაფრინავს!

გიორგი მამარდაშვილის საოცარი სეივები უვკე აღარ გვიკვირს. გასულ ტურში “ვალენსია” “სელტას” შეხვდა და 3:0 დაამარცხა. მამარდას კი ორი სეივი ჰქონდა, მაგრამ ორივე ძალზე რთული და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამაც. 36 წლის გოლკიპერმა “აკრიტასთან” მატჩში 1 გოლი გაუშვა, მისი “ანორთოსისი” კი ქულას დასჯერდა.

დავით ხოჭოლავა კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი “კოპენჰაგენი” “მიტდიულანდთან” 1:2 დამარცხდა. ხოჭოლავას ჩემპიონთა ლიგაზეც მშვენიერი მატჩი ჰქონდა.

ლუკა ლოჩოშვილი – მორიგი პროდუქტი სერია ა-ში, რომელიც “კრემონეზეს” უცვლელ წევრად ყალიბდება. ქართველი ამ ტურშიც ძირითად შემადგენლობას გაეთამაშა, მაგრამ “ლაციომ” 4:0 იძალა.

“საბალთან” მატჩში საბა კვირკველია სათადარიგო სკამზე მოხვდა, რაც ძალიან ცუდი ინფორმაციაა.

მუდმივ სათამაშო პრაქტიკას იღებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის “სლოვანიც” “მიხალოვცეს” შეხვდა და 4:2 დაამარცხა. გიორგის ათამაშება საქართველოს ნაკრებისთვის საოცარზე საოცარი ამბავია! სლოვაკურ გუნდში გადასვლის დღიდან გიორგი წუთებს უხვად იღებს! კანკავა თადარიგში დარჩა, კაშიას კი ტრავმა აქვს.

ირაკლი აზაროვი განაცხადშ კი ხვდება, მაგრამ “ცრვენა ზვეზდას” რიგებში თამაში ჯერ ნაადრევი ოცნებაა. ძალზე საწყენია, რომ აზაროვს პრაქტიკა საერთოდ არ აქვს, მაგრამ ადაპტაცია გასათვალისწინებელია და ჯერ საგანგაშო არაფერია.

სამაგიეროდ სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის გურამ გიორგბელიძე “ზაგლებიეს” რიგებში. “ვისლასთან” 2:1 მოგებულ მატჩში ის ძირითადში იყო. ასევე მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს ოთარ კაკაბაძეს, რომელიც “რაკოვში” ირიცხება. ბოლო ტურის მატჩშიც ოთო შეუცვლელი იყო.

“ლეხში” კი ქართველთა საქმე ნორმალურად მიდის. კვეკვესკირი ძირითადის კაცია, წიტაიშვილი კი მუდმივად ცვლილებაზე გამოდის და დაახლოებით 30 წუთი ეძლევა.

დიდხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა მინდორზე ოთარ კიტეიშვილი, რაც დიდებული ამბავია. მან ჯერ ევროპა ლიგაზე “ფეიენოორდის” წინააღმდეგ იასპარეზა, ავსტრიის ჩემპიონატში კი “ლუსტენაუსთან” 2:0 მოგებულ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა.

სათამაშო პრაქტიკას არც ვაკო ყაზაიშვილი უჩივის, რომლის “ულსანიც” კორეის ჩემპიონატის ლიდერია. ვაკოს კი 7 გოლი აქვს გატანილი და ბოლო ტურშიც ძირითადში იყო.

ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი “ჰატაისპორისთვის”, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის. გუნდი ბოლო საფეხურზეა და სულ 2 გოლი აქვს გატანილი. ლობჟანიძე მუდმივად ძირითადშია და 1 საგოლე პასიც აქვს.

ზურიკომ დაიწყო! სადებიუტო მატჩში “ბორდოს” 3 ქულა მოუტანა და ომახიანად დაიწყო ფრანგული კარიერა. უმალ ძირითადში მოხვდა და 87-ე წუთზე გამარჯვების ბურთიც გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძის საოცარი ფორმის შესახებ კი ვიცით. 9 ტურში ქართველის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე პასია.

ასევე ძალიან კარგ ფორმაშია ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც “ფეჰერვარის” რიგებში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი და აქედან 7 კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე.

მოკლედ, ეს იყო ნაკრების ფეხბურთელთა სათამაშო ფორმის შესახებ. 23 სექტემბრამდე კი სხვადასხვა ტიპის სტატიებს შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არველაძე გათავისუფლებასთან ახლოსაა

დინამოებს შორის სხვაობა უკვე 1 ქულაა!