ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ (უცხოური პრესა ყაზახ მილიარდერადაც მოიხსენიებს) ინგლისის ლიგა 1-ის (რანგით მესამე ლიგის) კლუბ “უიქომბ უონდერერსის” 90%-იანი წილი შეიძინა.
განცხადება ინგლისურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით თავად გაავრცელა.
ქართველმა ბიზნესმენმა კლუბმა პარტნიორებთან ერთად იყიდა. კლუბის თავმჯდომარედ, ახალი ინვესტორების გადაწყვეტილებით, რობ კუიგი დარჩა.
“ჩვენ გვინდა ავაშენოთ ფინანსურად ძლიერი კლუბი და წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწიოთ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ”, – ავრცელებს კლუბი ლომთაძის სიტყვებს.
ქართველმა ბიზნესი მიხელ ლომთაძე ცენტრალური აზიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის დამფუძენებელია. ის 48 წლისაა. დაამთავრა ჰარვარდის ბიზნესის სკოლა და ახლა იმავე სკოლის საკონსულტაციო საბჭოს წევრია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით.
Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს იკავებს.
მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ 5.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
“უიქომბმა” ინგლისის პირველ ლიგაში ასპარეზობა 65 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა.
მიზანი მძლავრი საფეხბურთო აკადემიის შექმნა და ინგლისური ფეხბურთის ელიტაში გარევაა.
GIPHY App Key not set. Please check settings