ქართველმა ლეგიონერებმა კვირას კიდევ ითამაშეს, თუმცა სამწუხაროდ რაიმე გამორჩეული არ არის.
საფრანგეთში თასის მატჩები იყო. 1/64 ფინალში „ბორდომ“ სტუმრად 1:0 დაამარცხა „ანგულემი“. დავითაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს რეალური საგოლე შანსი ვერ გამოიყენა.
ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითადში დაბრუნდა „ალტახთან“ შეხვედრაში, რომელიც გრაცელებმა 1:0 მოიგეს.
„გრაცის ქართველი ჯადოქარი“, – ასე მიესალმა კლუბის ვებგვერდი ქართველი ნახევარმცველის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას.
ტრავმის შემდეგ კიტეიშვილმა „შტურმში“ ორი მატჩი შეცვლაზე ჩაატარა, ამჯერად კი 71 წუთი ითამაშა.
სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერში“ შეუცვლელად ითამაშა „ჰარტბერგთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 0:2 წააგო. ქართველმა ნახევარმცველმა 6.8 ქულა მიიღო, რაც გუნდში მეორე შეფასებაა.
საუდის არაბეთში საბა კვირკველიას “ალ ახდუდი” სტუმრად 0:2 დამარცხდა “ალ ვეჰდასთან”. კვირკველია შესვენებაზე შეცვალეს და მისი შეფასება არც თუ მაღალია – 5.8.
კვიპროსში აპოელმა 3:1 მოუგო “ზაკაკიუს”. კაპიტანი გიორგი ქვილითაია მე-80 წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალი ტრავმირებულია.
იტალიაში, „ქართული“ გუნდები შევხდნენ ერთმანეთს, ოღნდ ქართველების გარეშე. “ფროზინონე”-“ტორინო” 0:0 დასრულდა. გიორგი კვერნაძე და საბა საზონოვი სათადარიგოები იყვნენ.
ასევე სათადარიგოები იყვნენ თავიანთ გუნდებში ნიკა კვეკვესკირი (“ლეხი”-“პიასტი” 0:1) და გიორგი აბურჯანია (“ბაშაქშეჰირი”-“ჰათაისფორი” 1:0).
GIPHY App Key not set. Please check settings