in

ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ესპანეთთან

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. ევროშესარჩევში ესპანეთმა გადაგვირბინა 1:7. ცხადია, ეს მარცხი მთელი გუნდისაა, კარგად ვერცერთი რგოლი ვერ ითამაშებდა, თუმცა დაცვა იყო ნამდვილი კოშმარი, იმდენის საშუალებას აძლევდა მეტოქეს. რჩებოდა უამრავი სივრცე და ხელს არც უშლიდნენ ესპანელ ფეხბურთელებს. ლოგიკურია, რომ ჩვენი ფეხბურთელების შეფასებები მაღალი ვერ იქნება. თუმცა კატასტროფულად დაბალიც არ არის.

არაფერი გამოგვივიდა: ესპანეთმა შეგვჭამა – სად არის ჩვენი ადგილი

Flashscore-ის შეფასებები:

მამარდაშვილი 6.1, აზაროვი 6.0, კაშია 5.6, კვირკველია 4.7, გოჩოლეიშვილი 5.4, გაგნიძე 6.3, ლობჟანიძე 5.8, აბურჯანია 5.8, კიტეიშვილი 6.3, კვარაცხელია 6.2, მიქაუტაძე 6.4, ჩაკვეტაძე 6.9, დავითაშვილი 6.2, მექვაბიშვილი 6.2, დვალი 6.3, საზონოვი 6.1.

ესპანეთიდან ყველაზე მაღალი შეფასება ჰეთ-თრიკის ავტორმა ალვარო მორატამ მიიღო (8.8), ყველაზე დაბალი კი მეკარე სიმონმა (5.8).

Whoscored-მა კიდევ უფრო მაღალი შეფასებები დაუწერა ქართველ ფეხბურთელებს, ოღონდ რატომღაც ყველა არ შეაფასა:

მამარდაშვილი 6.34, კვირკველია 5.67, კაშია 6.24, დვალი 6.06, გოჩოლეიშვილი 6.12, აზაროვი 6.52, აბურჯანია 6.02, კიტეიშვილი 6.76, ჩაკვეტაძე 6.56, კვარაცხელია 7.17, მიქაუტაძე 6.83.

ერთ-ერთმა საიტმა mscfootball-მა მხოლოდ ესპანელი ფეხბურთელები შეაფასა და უმაღლესი ქულები არ დაიშურა. მეკარე სიმონის (5.1) გარდა, მშვენიერი ქულები ჩამოუწიკწიკა ყველას. საუკეთესო კი მორატაა 9.7-ით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოდიში! კატასტროფული თამაში იყო, გულახდილად უნდა დავილაპარაკოთ

ნეიმარი პელეს სჯობია, ოღონდ არ სჯობია: ახალი რეკორდი ბრაზილიის ნაკრებში