23 წლის ქართველი ბურჯი გურამ პაპიძე კარიერას ევროპის წამყვანი საკლუბო ჩემპიონატის, ფრანგული top 14-ის კლუბ “ლა როშელში” გააგრძელებს. ახალგაზრდა ქართველი მორაგბე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კლუბის ლელოს აღზრდილია და რაგბის თამაშიც სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში დაიწყო.
გურამ პაპიძემ 2017 წელს საქართველოში ჩატარებულ 20–წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა არგენტინა დაამარცხა და სწორედ ამ ტურნირზე ნაჩვენები ჩინებული თამაშის შემდეგ, მიიპყრო ფრანგული “ლიონის” ყურადღება. ლიონში იგი ესპუარების (მეორე გუნდი) შემადგენლობაში თამაშობდა.
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაპიძესა და ლა როშელს შორის კონტრაქტი, უკვე შეთანხმებულია. აქვე გეტყვით, რომ “ლა როშელის” შერკინებას ლეგენდარული ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი წვრთნის.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ” ლა როშელს” 15 ტურის შემდეგ, 50 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings