in

ქართველები ლიგაზე: მარტო კაშიამ ითამაშა, კიტე და აზაროვი სკამზე დარჩნენ – ქართველი მსაჯები ლიგის მატჩზე

ჩემპიონთა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდებმა ითამაშეს, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ჩვენიანი გავიდა მოედანზე.

„ჟირონამ“ შინ გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანს“ 2:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავისი გუნდის მცველებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 6.7.

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ ლონდონში „არსენალს“ ესტუმრა და 0:1 წააგო. ქართველი მცველი სათადარიგოთა შორის იყო.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმი“ სახლში „სპორტინგთან“ 0:2 დამარცხდა. მოულოდნელად ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ოთარმა ჩემპიონატის ბოლო ტურში „გრაცერთან“ მცირე ტრავმა მიიღო და ეტყობა მწვრთნელმა არ გარისკა.
იგივე დაწერა ავსტრიულმა მედიამ. „გრაცერთან“ მატჩში კიტეიშვილმა კოჭ-წვივის კუნთის ტრავმა მიიღო და მწვრთნელი იძულებული გახდა მის ნაცვლად ტომი ხორვატი დაეყენებინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად ქართველმა მსაჯებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩი განსაჯეს. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ, რომელსაც ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო. 67-ე წუთზე მოხდა ყრუაშვილმა ვიდეორეფერისთან პენალტის ეპიზოდი გადაამოწმა და გააუქმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ამბავია: კალათბურთზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ტრიბუნებიდან მოედანი არ ჩანს და ბილეთი მაინც 100 ლარზე მეტია

რეალმა დორტმუნდს მეორე ტაიმში მოუტრიალა: რა მოხდა ლიგაზე