გამთენიისას, NBA-ში 11 მატჩი გაიმართა და მათ შორის, გოგა ბითაძის “ინდიანასა” და სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკიც” ერია.
“ბაქსმა” “საკრამენტო” 126:113 დაამარცხა – სანდროს არ უთამაშია. გამორჩეული იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 35 ქულას 6 მოხსნა და 7 ასისტი წაამატა.
რაც შეეხება გოგას, “ინდიანა” “მინესოტას” ესტუმრა და 115:121 დამარცხდა. გოგამ 2 წუთი ითამაშა და 1 ასისტი ჰქონდა.
გამორჩეული მატჩი შედგა “იუტასა” და “გოლდენ სტეიტს” შორის, რომელიც 124:123 დასრულდა, მაგრამ მთავარი ის ჩხუბი იყო, რომელიც მატჩის ბოლოს მოთამაშეებს შორის შედგა. სტეფ კარის მოთამაშე ჩემპიონებს კი ჯორდან პულმა ულიდერა 35 ქულით.
“ორლანდო” 116:111 “კლიპერსი”
“ბრუკლინი” 122:116 “შარლოტი”
“ნიუ იორკი” 113:89 ‘ატლანტა”
“ტორონტო” 126:113 “ლეიკერსი”
“ჩიკაგო” 115:111 “ვაშინგტონი”
“მემფისი” 123:102 “ოკლაჰომა”
“ნიუ ორლეანი” 104:98 “დეტროიტი”
“ფინიქსი” 98:105 “ბოსტონი”.
GIPHY App Key not set. Please check settings