in

ქამარი ისევ ჩვენია: ჰალკმა ლარატი მარტივად დაამარცხა – ჩემპიონები ქართველები არიან

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში, თანამედროვე მკლავჭიდის ლეგენდარული ჩემპიონები შეერკინენ, ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი მარტივად დაამარცხა 4:0 და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

საგინაშვილმა ლარატს ხელი ოთხჯერ დაადებინა და მეტოქემ გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლის დროს მოახერხა.

საგინაშვილი და ლარატი ერთმანეთს აქამდეც შეხვედრილან და გამარჯვება მაშინაც ჩვენიანს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ საგინაშვილს ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა.

East vs West-ის ტურნირი ქართველი კლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – გარდა ქართველი ჰალკისა, ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ საევროპო თამაში წააგო, მამარდას მშრალი მატჩები დასრულდა

ზურიკო ყველაზე კარგი იყო: ნოლები ქართულ მატჩებში – ლეგიონერები