საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სლოვაკეთის წინააღმდეგ გასვლაზე 2-0 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი გაიმყარა.
მასპინძლებმა გოლების გატანა 38-ე და 40-ე წუთებზე შეძლეს, რასაც ქართველმა ფეხბურთელებმა ვერანაირად ვერ უპასუხეს.
პირველ ორ შეხვედრაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა შვედეთთან 4-0 და ფინეთთან 0-3 დამარცხდა.
შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 30 ნოემბერს, გასვლაზე ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings