“ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართებლივი უფლება, რომ ფედერაციებს ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ”, – ამის შესახებ „ფორტუნა პლუსის“ ეთერში სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სამინისტროს ბიუჯეტი საკმაოდ მწირია.
„სპორტს აქვს 290 მილიონიანი ბიუჯეტი. აქედან მხოლოდ 3 მილიონი იხარჯება მასობრივ სპორტზე. დანარჩენი მიდის ფედერაციებში. ფედერაციებს, რა თქმა უნდა, სერიოზული ხელშეწყობა სჭირდებათ და ექნებათ კიდეც, მაგრამ მასობრივ სპორტს უფრო მეტი დასჭირდება. როგორღაც მოვახერხებთ, რომ წელს მეტი თანხა გამოვათავისუფლოთ, რათა ახალგაზრდებსა და ბავშვებს უფრო მეტი ხელმისაწვდომი სპორტი შევთავაზოთ. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. იყო სპორტის სამინისტრო და აფინანსებდე მხოლოდ ფედერაციებს არ შეიძლება. ეს ჩემი ხედვაა და ვიცი, რომ ძალიან ბეევრი სპორტსმენი ამას იზიარებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
GIPHY App Key not set. Please check settings