in

ფულის გამო პრობლემას არ ქმნის, შარშან არაამქვეყნიური იყო: რატომ ბრაზობს კვარა

ცნობილი იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების გამო უკმაყოფილოა.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქართველი შემტევი ლონდონის „არსენალს“, ოდნავ ადრე კი „ნიუკასლს“ დაუკავშირეს. ხვიჩა ამან ძალიან გააბრაზა, რადგან „ნაპოლის“ დატოვებას ამ ზაფხულს არ აპირებს.

იგივე ilmattino-მა კვარაცხელიაზე საინტერესო წერილი დაწერა:

„არავინ უწყის, მას ბედნიერებისთვის როგორი ხელფასი სჭირდება. თითქოს ამაზე არ ფიქრობს, არც ლაპარაკობს. კონტრაქტების გაგრძელებაზე რიგი დგას: დი ლორენცო (უკვე გაახანგრძლივა), მარიო რუი, პოლიტანო, ზილენსკი, ოსიმენი, მერეტი და სხვები. ის არაფერს ამბობს. სიუჟეტი პრაქტიკულად იდეალურია: სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც “ნაპოლიში” ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, ფულის გამო პრობლემას არ ქმნის. ყველას მიესალმება, მხოლოდ სასადილოდ მიდის და არა იმიტომ, რათა თავი მარტოსულად იგრძნოს. ეს იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კიდევ 4 წლის მიხედვით გასამრჯელოს მოსამატებლად ვერავის მიმართავს. ეს უაზრობაა. მისი ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროა, შემოქმედებითი მხარე კი – ვარსკვლავური.

არ აღელდა, როდესაც მისით “ნიუკასლი” დაინტერესდა, აღიზიანებს “არსენალზე” ახალი ჭორები: “ნაპოლისთვის” ხელშეუხებელია, ეს მუდამ ასე იყო. ყველა მსურველისთვის პასუხი იქნება – არა. დე ლაურენტისისგან “დაჯავშნულია”, რომელიც ქართველში ყველაფერს აფასებს: სტილს, ლამაზ თამაშს, განათლებას.

ყველას ხიბლავს და ეს თვისება ვარჯიშებზე ერთი-ერთზე მეტოქესთან თამაშისასაც კი არ დაკარგა, რითაც ფეხბურთს პირვანდელ სილამაზეს უბრუნებს. ნეაპოლში ბიჭი ოცნებებით ცხოვრობს, რომელიც ჯუნტოლიმ რუსეთის ჩემპიონატში მოძებნა, ყოველდღე ტრანსფერზე მუშაობდა; როდესაც ფასი 30 მილიონიდან 10 მილიონამდე დაეცა, ბოლოს და ბოლოს დე ლაურენტისი მისი შეძენის აუცილებლობაში დაარწმუნა და არჩევანში არ შეცდა. “ზიზის დავარქმევდი, რადგან წარმოუდგენელ დრიბლინგებს ახორციელებს”, – თქვა პრეზიდენტმა. ეს უნარი არასოდეს დაუკარგავს, ამ დღეებშიც კი. როცა საშუალება ეძლევა, რეიდს იწყებს. იშვიათი ნიჭის პატრონია და დაჯილდოებულია დახვეწილი კლასით. ახლა საკითხავია, ამ უსაზღვრო შესაძლებლობების ტალანტს როგორ გამოიყენებს რუდი გარსია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება როლი და ამპლუა შეუცვალოს. ქართველის სისწრაფე, ფანტასტიკური პასები და დარტყმები ბოლო ჩემპიონატში, სტატისტიკის მიხედვით, ცხადი და არაამქვეყნიური იყო.

“ატალანტასთან” ექვსი მეტოქის გარემოცვაში გატანილი გოლით თვით მარადონას მიუახლოვდა. სწორედ ასე ბრძანა სპალეტიმ: “შეიძლება ითქვას, ეს დიეგოს გოლი იყო. მარადონა ფეხბურთის ღმერთი გახლდათ, მაგრამ “კვარა” სწორ გზას ადგას. გარღვევისას ბურთზე შეხებისას საკუთარი “სიხშირე” აქვს და მეურვემ არასოდეს იცის, საით გააგრძელებს მოძრაობას. მოქმედებისას ცალი თვალით მხედველობიდან პარტნიორს არ კარგავს”.

ბევრი ხვიჩასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემის უხერხულობაზე ფიქრობდა, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს. რა თქმა უნდა, რუდი გარსიას ქართველ ვარსკვლავთან მიმართებით რაღაც ახალი აქვს მოფიქრებული. შესაძლოა, უნდა, ოსიმენთან ახლოს დააყენოს. ვნახოთ, ტესტირება დასასრულს უახლოვდება“.

„ნაპოლი“ სეზონისწინა მზადების ეტაპზე მორიგ მატჩს დღეს, 2 აგვისტოს, თბილისის დროით კვლავ 20:30 საათზე ითამაშებს. მეტოქე ესპანური „ჟირონაა“.

sportall.ge-ის მიხედვით

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინც დაცვას მიხედავს, ის მოიგებს: მწვრთნელების კომენტარები

საქართველოს ნაკრები მზად არის მთელ მსოფლიოს გააცნოს თავი