in

ფროსინონე სერია A-ში გადადის და გაძლიერებას კვერნაძით იწყებს

„ფროსინონე“ და მისი მწვრთნელი ფაბიო გროსო უკვე მოუთმენლად ელიან ახალი სატრანსფერო ბაზრის გახსნას, რადგან გუნდის სერია A-ში დაწინაურება ფაქტობრივად გარდაუვალია, ამ გეგმებში კი ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი გიორგი კვერნაძეცაა, – ინფორმაციას footballnews24 ავრცელებს.

სერია B-ში „ფროსინონემ“ 33 ტურის შემდეგ 67 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, „ჯენოას“ ოთხი ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსან „ბარის“ – ათი ქულით და გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, ფაბიო გროსოს გუნდი ახალ სეზონს სერია A-ში დაიწყებს.

„კლუბში დაიწყეს ფიქრი, ფაბიო გროსოს გუნდი ვინ შეიძლება გააძლიეროს. ბევრი გვარი დასახელდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო, სატრანსფერო ბაზრის კუთხით, 2003 წელს დაბადებული ქართველი, ბათუმის „დინამოს“ მარცხენა გარემარბი გიორგი კვერნაძეა.

„ფროსინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი 20 წლის ფეხბურთელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდება და კლუბი მისი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ამ უკანასკნელს საქართველოში იმდენად აფასებენ, რომ უკვე ადარებენ „ნაპოლის“ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელთანაც, ეროვნების გარდა, საერთო სათამაშო როლიც აქვს.

2023 წლის იანვარში ბათუმის „დინამოში“ გადასვლის შემდეგ გიორგი კვერნაძემ ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა, დამაიმედებელი მოათამაშეა, რადგან „ფროსინონე“ აპირებს, ხელშეკრულება მალე გააფორმოს. მანამდე საჭიროა, რომ გუნდმა სერია A-ში დაწინაურება ოფიციალურად გაიფორმოს“, – წერს footballnews24.

„ფროსინონეს“ მწვრთნელი ფაბიო გროსო ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, გაიტანა გადამწყვეტი გოლები ნახევარფინალში და ფინალურ მატჩში (ბოლო პენალტი მატჩის შემდგომ სერიაში). სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელი გახდა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეაპოლელების აბსურდული თეორია… დაეხმარა თუ არა უეფას დირექტორი მილანს

ქართველი მარგალიტის თამაში შთამბეჭდავია და ზაფხულში ბევრი გუნდი დაინტერესდება