საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე წლის ბოლო მატჩი, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის შეტევების ფონზე წარიმართა, თუმცა ტერიტორიული უპირატესობა გატანილ გოლში ვერ აისახა. ანგარიში, მატჩის 63-ე წუთზე სტუმართა ათიანმა – ოლექსი კაშჩუკმა გახსნა.
კაშჩუკის გოლიდან 7 წუთში, ჩვენმა ახალგაზრდულმა მობილიზება შეძლო და საბა ხვადაგიანმა მოედნის ცენტრიდან დაწყებული სოლო რეიდი, შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით დაასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ამით საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის შეკრება დაასრულა. 2 შეხვედრაში 1 ფრე და 1 წაგება – ასეთია რამაზ სვანაძის გუნდის შედეგები, რომელიც 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის რანგში ითამაშებს.
საქართველო – უკრაინა 1:1
გოლები: 0:1 კაშჩუკი (63. კრასნოპირის პასის), 1:1 ხვადაგიანი (70)
საქართველო U21: კუტალაძე, ხვადაგიანი, გელაშვილი, კალანდაძე (74. კაპანაძე), მაისურაძე, მექვაბიშვილი, ნ. გაგნიძე (74. ო. მამაგეიშვილი), აზაროვი – ნ. ხორხელი (58. კვერნაძე), გაგუა (90+2. ფოცხვერია), გულიაშვილი (90+2. ლ. ხორხელი)
GIPHY App Key not set. Please check settings