დოჰაში (ყატარი) პირველად გაიმართა ქალთა ტურნირი პლაჟის ფრენბურთში – Katara Beach Volleyball Cup, რომელიც World Tour (ოთხი ვარსკვლავი) სერიაში შედის.
ამ ქალაქში მამაკაცთა შორის დიდი შეჯიბრებები უკვე 7 წელია ტარდება, მაგრამ გოგონების მიწვევას ყატარელები მხოლოდ ახლა დათანხმდნენ. თუმცა ტურნირისთვის მზადება სკანდალის თანხლებით მიმდინარეობდა.
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენებს ურჩია დოჰაში ტრიკოთი გამოსულიყვნენ გრძელი სახელურებით, რათა სხეულის ის ნაწილი დაეფარათ, რომლის ნახვა მუსლიმური ტრადიციებით, გარეშე პირებისთვის არ შეიძლება.
ფრენბურთელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეჯიბრების ბოიკოტი გადაწყვიტა.
ამის შემდეგ ორგანიზატორებმა დააზუსტეს, რომ დახურულ სამოსში გამოსვლა უბრალოდ სურვილია, თორემ სპორტსმენებს ჩვეულ ფორმაში თამაში შეეძლოთ.
არადა, დოჰაში კარგა ხანია ქალთა საჩოგბურთო ტურნირები ეწყობა და სხეულის შიშველი ნაწილების მიმართ არანაირი ნიუანსი არ არსებობს.
მოკლედ, Katara Beach-ზე ბევრი ბიკინებში გამოვიდა, ხოლო მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლები – ტრიკოებში.
რა მნიშვენელობა აქვს ვინ მოიგო, მაგრამ გამარჯვება ამერიკელებს დარჩათ – ალიქს კლაინმანისა და ეიპრილ როსის წყვილს.
GIPHY App Key not set. Please check settings