შოტლანდიური „სელტიკის“ გულშემატკივარი სახელად პოლ ბაიარსი ესპანეთში, სევილიის „ბეტისთან“ ევროპა ლიგის მატჩზე დასწრებას ლამობდა და ამისთვის ხრიკის მოფიქრება დასჭირდა. წარმატების შესახებ მან მოგვიანებით ტვიტერზე დაწერა.
„რა დღეა. პარკირებიდან ლიფტით ავედი, ტუალეტში ორი საათი ვიყურყუტე, რის შემდეგაც როგორც იქნა ტრიბუნაზე აღმოვჩნდი“, – გაუზიარა მიზნის მიღწევის საშუალებები ფანმა.
„სელტიკმა“ მას ვერ დაუფასა ეს გმირობა და 3:4 წააგო.
GIPHY App Key not set. Please check settings