სამშაბათს რობერტ ლევანდოვსკიმ „ოქროს ბუცი“ აიღო 2020/21 წლების სეზონისთვის. „ბაიერნის“ თავდასმხმელს კონკურენტი არ ჰყოლია: 41 გოლი ბუნდესლიგის 29 მატჩში. უახლოესი მდევრები იყვნენ ლეო მესი (30 გოლი ლა ლიგაში) და კრიშტიანო რონალდო (29 გოლი სერია ა-ში).
ასეთი შედეგიანობა არ ყოფილა 2014/15 წლების შემდეგ, როდესაც რონალდომ 48 გოლი გაიტანა. ამასთან, ლევანდოვსკი ბუნდესლიგის პირველი წარმომადგენელი გახდა 49 წლის განმავლობაში, ვინც ეს ჯილდო მოიპოვა – 1972 წელს გერდ მიულერის შემდეგ.
ლევანდოვსკიმ ოქროს ბუცი აიღო: ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის დაფასება, მხარდაჭერა
და ახლა ჯილდოს მფლობელთან ერთად წევს ლოგინში. ეს კი ჩვეული რამაა.
აგვისტოში “ბაიერნმა” ჩემპიონთა თასი მოიგო და მთელი ღამე მთავარ სნაიპერთან დარჩა. “აი ასე გამეღვიძა” – მიაწერა ლევანდოვსკიმ ფოტოს.
2020 წელს პოლონელმა ყველაზე მასშტაბური ფოტოთი დაასრულა – ყველა ტროფეი ერთად შეკრიბა:
„ბაიერნი“ გახდა ჩემპიონი, მოიგო გერმანიის თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. თავად ლევანდოვსკიმ ინდივიდუალური ჯილდოებიც მოაქუჩა: თუნდაც ფიფას ვერსიით წლის ფეხბურთელის პრიზი.
ჩაწვება რობერტას ლოგინში „ოქროს ბურთი“?
GIPHY App Key not set. Please check settings