კრიშტიანო რონალდოს „ალ ნასრიში“ სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩების რეკორდი მიულოცეს.
ევრო 2024-ის შესარჩევში პორტუგალიამ ლიხტენშტეინს უმასპინძლა და ეს თამაში საერთაშორისო დონეზე კრიშტინოსთვის სარეკორდო 197-ე გამოდგა – მან ქუვეითელ ბადერ ალ-მუტვას გაასწრო.
„მადლობა „ალ ნასრს“ და პარტნიორებს, რომ ჩემთან ერთად აღნიშნეს“, – დაწერა 38 წლის მოთამაშემ და გადაცემული ტორტის ფოტოც გამოაქვეყნა.
GIPHY App Key not set. Please check settings