ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) „ბაიერნის“ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის 4 ჯილდო გადასცა 2021 წლის შედეგების მიხედვით.
33 წლის პოლონელმა მოიგო ნომინაციებში: „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“, „ტოპ ლიგების საუკეთესო ბომბარდირი“, „საუკეთესო ბომბარდირი კალენდარული წლის მიხედვით“ და „საუკეთესო ბომბარდირი საერთაშორისო ტურნირებზე“.
არასოდეს IFFHS-ის ისტორიაში – კონკრეტულად 1987 წლიდან – ერთ ფეხბურთელს არ მოუგია ორზე მეტი ჯილდო ერთ წელიწადს. ორ-ორი პრიზი წაუღიათ მესის (2012), რონალდოს (2014) და ლევანდოვსკის (2020).
„გახდე პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ წელიწადში IFFHS-ის 4 ჯილდო აიღო, დიდი პატივია. ყველას დიდი მადლობა, ვინც მეგზურობას მიწევდა ჩემს საფეხბურთო თავგადასავალში“, – თქვა პოლონელმა გოლეადორმა.
GIPHY App Key not set. Please check settings