in ,

მამარდაშვილის ერთი სეივი და ფრე ბილბაოსთან თასის 1/2 ფინალში

გუშინ, ესპანეთის თასის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა გაიმართა.

“სან მამესზე” გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა – 1:1.

21 წლის ქართველი მეკარე ზედიზედ მეორე მატჩში მოხვდა “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში და საკმაოდ კარგი შეხვედრაც ჩაატარა. საინტერესოა, რომ ზუსტად 8 თვის წინ გიორგი მამარდაშვილმა ეროვნულ ლიგაში თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ახლა კი, “სან მამესზე” კოპა დელ რეის თასის ფინალისთვის იბრძოდა.

ბასკების წინააღმდეგ გიორგის ბევრი საქმე არ ჰქონია. მისი კარის ჩარჩოში ბურთი ორჯერ წავიდა. მამარდაშვილმა ერთი-ერთზე გასულ ინიაკი ვილიამსს აჯობა და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

30-ე წუთზე კი რაულ გარსიამ ახლო მანძილიდან შეძლო გატანა. გარსიას დარტყმა აუღებელთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, მაგრამ ამ გაშვებულ გოლში გიორგის დადანაშაულება უსაფუძვლოა. “ვალენსიას” დაცვა საერთოდ ჩავარდა და გარსიას 2 მეტრის მანძილიდან მიეცა დარტყმის საშუალება. ტაიმის მიწურულს “ვალენსია” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მსაჯმა მოედნიდან მაქსიმილიანო გომესი გააძევა.

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ბილბაოსთან მატჩში

კაცნაკლულობის მიუხედავად, ხოსე ბორდალასის გუნდმა მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 65-ე წუთზე თავი უგო დურომ გამოიჩინა.

განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრა 3 მარტს, “მესტალიაზე” გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ლევანდოვსკი ისტორიაში პირველია – მან 4 პრიზი აიღო

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ბილბაოსთან მატჩში