ცნობილი ფეხბურთელების პირადი ცხოვრება ყოველთვის აინტერესებდათ გულშემატკივრებს. CR7 ბევრ მშვენიერ ქალს შეხვედრია ცხოვრებაში. მედიამ პირველად რონალდოს მეგობარ გოგონაზე 2002 წელს დაწერა.
კარინა ფერო
2002. ეს პორტუგალიელი მოდელი რონალდოს 2002 წელს შეხვდა. მაშინ კრიშტიანო ლისაბონში (“სპორტინგი”) თამაშობდა.
მერჩე რომერო
2005-2006. იანვრიდან სექტემბრამდე რონალდოს პორტუგალიელ მოდელ და ტელეშოუს წამყვან რომეროსთან ხედავდნენ.
სორაია ჩავესი
2006. ქალი პოპულარულ სერიალში გამოჩნდა. CR7 2006 წელს გაიცნო.
მია იუდაკენი
2006. მარტში ინფორმაცია გამოჩნდა, რომ რონალდო 18 წლის მოდელს ხვდებოდა. მია პორტუგალიელი ვარსკვლავის ოჯახის მეგობარი იყო.
ჯემა ატკინსონი
2007. ჯემა ბრიტანელი სუპერმოდელი და მსახიობია. რონალდო “მანჩესტერში” თამაშისას გაიცნო. ურთიერთობა მალევე დაასრულეს.
ლუჩანა აბრეუ
2007. 32 წლის მომღერალი და ტელევარსკვლავი. ამჟამად პორტუგალიელი ფეხბურთელი იანიკ ჯალოს ცოლია.
მირელა გრისალესი
2007. მირელა კოლუმბიელი მსახიობი და რეპორტიორია. ისინი ორი წელი ხვდებოდნენ.
ბიპაშა ბასუ
2008. ბასუ მსახიობი და სუპერმოდელია ბოლივუდში. მათ ერთად ხედავდნენ, მათ შორის BBC-ის გალა კონცერტზე “სამყაროს 7 საოცრება”.
პერის ჰილტონი
2009 წელს ერთმანეთს მადრიდის ღამის კლუბში გადაეყარნენ. რამდენიმე საათში პორტუგალიელი გადაიღეს, როდესაც ამერიკელი მსახიობის სახლიდან გამოდიოდა. მათ არასოდეს უღიარებიათ ურთიერთობა.
ჯენიფერ ლოპესი
2009 წელს ჯელოს დაბადების დღეზე ერთობოდნენ. მათ საერთო ფოტო აქვთ… სულ ეს არის. მედიამ ივარაუდა, რომ რაღაც იყო.
კიმ კარდაშიანი
2010. აპრილში ერთად შეამჩნიეს მადრიდის რესტორანთან. მეტი არც არაფერი.
იმოჯენ ტომასი
2010. რონალდომ წლის ბოლოს გაიცნო უელსელი მოდელი და ყოფილი “მის უელსი”, რომელიც რაიან გიგზთანაც არის დაკავშირებული. ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ირინა შეიკი
2010-2015. ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინიშნენ კიდეც. ქორწინება თითქოს დროის საკითხი იყო, თუმცა წყვილი 2015 წელს დაშორდა.
პაულა სუარესი
2016. კრიშტიანო სწორედ მასთან ერთობოდა იბიცაზე ევრო-2016-ის წინ. გოგონა პორტუგალიელთან ერთად იახტაზე ნახეს.
ჯორჯინა როდრიგესი
2017. ამჟამად ერთად არიან. 25 მაისს CR7-მ ინსტაგრამზე 22 წლის მოდელთან ფოტო გაასაჯაროვა. ისინი ერთმანეთს მადრიდში Gucci-ის მაღაზიაში შეხვდნენ. მოგვიანებით წყვილი დაქორწინდა კიდეც და საერთო შვილები ყავთ.
GIPHY App Key not set. Please check settings