თამაშგარე მდგომარეობის წესი მომდევნო სეზონიდან შეიძლება შეიცვალოს.
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) დაამტკიცა ოფსაიდის შეცვლილი წესის ახალი ტესტები. მოთამაშე „თამაშგარე მდგომარეობაში“ ჩაითვლება, თუ ის დამცველს მთელი ტანით უსწრებს.
მომდევნო წლის თებრვლამდე არსებული წესი არ შეიცვლება.
IFAB-ის ასამბლეა დაკვირვებით შეისწავლის ყველა ტესტს, მათ შორის ლურჯ ბარათსაც და ახლებულ ოფსაიდსაც.
შემოდგომაზე იგეგმება ტესტების პირველი ანალიზის ჩატარება. თუ ის წარმატებით წარიმართა, ახალი წესი შესაძლოა 2025 წლის თებერვალში გაიტანონ განსახილველად.
თამაშგარეს წესის ცვლილების ინიციატორად არსენ ვენგერი მიიჩნევა.
GIPHY App Key not set. Please check settings