„რეალისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი ედენ აზარი McDonald’s–ის ბურგერების სახე გახდა.
ბურგერებს ბელგიის ეროვნული გუნდის საპატივსაცემოდ Red Devils (წითელი ეშმაკები) უწოდეს.
30 წლის აზარი და მისი ფასტფუდისადმი სიყვარული – ცნობილი საფეხბურთო მიმია, ამიტომ „მაკდონალდსის“ გადაწყვეტილება ასეთი სწორი არასდროს ყოფილა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბელგიელი ხშირ ტრავმებს სწორედ ზედმეტი წონის გამო იღებს.
„რეალის“ გასულ სეზონში ედენი ერთობ შესამჩნევი მუცლით გამოცხადდა, რითაც გულშემატკივრები ძალიან ააღელვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, „მადრიდმა“ აზარი ტრანსფერზე დააყენა.
ბელგიის ნაკრები ევრო 2020-ზე ჯგუფში დანიასთან, რუსეთთან და ფინეთთან ერთად მოხვდა.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings