ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი ვიკტორია „ბრენტფორდ B“-სა და „ჰადერსფილდის სათასო მატჩს დაესწრნენ. ამის მიზეზი შვილია – რომეო „ბრენტფორდის“ ნახევარმცველია.
თამაშის მსვლელობისას ვიკტორიას შესცივდა, მაგრამ ქმარმა ის საკუთარ პალტოში გაახვია.
20 წლის რომეო მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და მოედანზე 30 წუთი გაატარა.
ის „ბრენტფორდ B”-ში იჯარის წესითაა „ინტერ მაიამის“ მეორე გუნდიდან.
დევიდი და ვიკტორია 1999 წელს დაქორწინდნენ. წყვილი სამ ვაჟს და ერთ გოგონას ზრდის.
GIPHY App Key not set. Please check settings