in ,

ფორტუნამ ატლეტიკოს აპატია და მესი და ისევ მესი: ყველამ მოიგო და ახლა ერთმანეთს ელოდებიან (34-ე ტური)

სათაურში კი დავწერეთ ყველამ მოიგოო, მაგრამ „სევილია“ დღეს თამაშობს. გამოდის, რომ ყველაში სამი ესპანური ბობოლა იგულისხმება, რომლებმაც განსხვავებულად მოიგეს თავისი მატჩები. ისევ ლიდერმა „ატლეტიკომ“ ნამდვილ ბეწვის ხიდზე გაიარა, როდესაც კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში გაჩერდა და მატჩის ბოლო წუთზე პენალტიც მიიღო „ელჩესგან“. უაზროდ ქულების მორიგ დაკარგვას კონკურენტები აღარ აპატიებდნენ, სამაგიეროდ აპატია ფორტუნამ – ბურთი ძელს მოხვდა და გარეთ გამოვარდა. „ატლეტიკო“ კი ჯერ ისევ პირველ ადგილზე დარჩა.

მართალია, მეორე ტაიმში და ისიც ბოლოსკენ მოუწია გოლების გატანა „რეალს“, მაგრამ ზიდანი კი კმაყოფილი დარჩა და ჩვენ რას დავეძებთ.
ზიდანი „ოსასუნასთან“ 2:0-ზე: „რეალმა“ ისევ არ გაუშვა – ეს მახარებს. კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ“.

აი „ბარსელონას“ კი რთული გასვლა ელოდა „ვალენსიასთან“. პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, ანგარიში კი მასპინძლებმა გახსნეს. მაგრამ „ბარსამ“ წინა ტურის შეცდომა აღარ დაუშვა და 12 წუთში მოითავა საქმე: მესიმ პენალტი გააფუჭა და დამატებაზე ივარგა, გრიზმანმაც შეაგდო და ისევ მესიმ ისევ პირდაპირი ჯარიმით.
„ბარსელონა“ 70% ფლობდა ბურთს, მაგრამ ბევრი არ დაურტყამს – 12-დან 7 დარტყმა წავიდა კარში.

მე-5 ადგილისთვის და შესაბამისად ევროპა ლიგაზე მოსახვედრად სამი გუნდი იბრძვის. „სოსიედადმა“ წააგო (53 ქულა) და „ვილიარეალი“ 1 ქულაში მიიახლოვა (52 ქულა). მართალია, 2 ქულა დაკარგა „ბეტისმა“, თუმცა ისიც იქვეა (51 ქულა).

ატლეტიკო – 76
რეალი – 74
ბარსელონა 74
სევილია – 70
(ერთი მატჩით ნაკლები – პოტენციურად 73)

ლა ლიგაში მომდევნო ტური, ტური კი არა ფინალია – 8 მაისი: „ბარსელონა“-„ატლეტიკო“ და 9 მაისი: „რეალი“-„სევილია“.

მესიმ ვერ გაიტანა 29-ე პენალტი კარიერაში. ამდენივე აქვს გაფუჭებული რონალდოს. ლეოს 132 პენალტი აქვს დარტყმული, კრიშტიანოს – 170.

სამაგიეროდ მესიმ პირდაპირ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მისთვის გახდა 50-ე ჯარიმა, რაც „ბარსას“ რიგებში შეუგდია ყველა ტურნირზე. „ვალენსიას“ კი ასე პირველად გაუტანა.

ჯამში მესიმ დუბლი შეასრულა და ლა ლიგის ბომბარდირობაში პოზიციები გაიმყარა, ახლა არგენტინელს 28 გოლი აქვს და მდევარ ბენზემას 7 გოლით უსწრებს.

ქარიმ ბენზემამ 14 ქულა (11+3) მოაგროვა ლა ლიგაში თებერვლის შემდეგ. მარტო მესის აქვს (21) უფრო მეტი ტოპ ჩემპიონატებში.

„რეალი“ არ აგებს 19 მატჩია: 13 მოგება და 6 ფრე.

ლა ლიგა – 34-ე ტური

სელტა – ლევანტე 2:0
ეიბარი – ალავესი 3:0
ელჩე – ატლეტიკო 0:1
უესკა – სოსიედადი 1:0
რეალი – ოსასუნა 2:0
ვალიადოლიდი – ბეტისი 1:1
ვილიარეალი – ხეტაფე 1:0
გრანადა – კადისი 0:1
ვალენსია – ბარსელონა 2:3

ორშაბათი, 3 მაისი
სევილია – ბილბაო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისში მთავარი მოედანს მიღმა მოხდა: სიტიმ ვერ გაარკვია ჩემპიონია თუ არა – (34-ე ტური)

მუდამ და ყველგან პირველი: ქართული სპორტის დედოფალს 80 წელი შეუსრულდა