სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) ევროპის ტოპ 5 ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია წარადგინა. ცენტრი საკუთარ ალგორითმზე დაყრდნობით ადგენს რეიტინგებს.
პირველ ხუთეულში „მანჩესტერის“ 3 ფეხბურთელი შევიდა, ათეულში კი პრემიერლიგის 5 მოთამაშე მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ მესი და რონალდო ყველაზე ძვირადღირებულ ტოპ 100 ფეხბურთელშიც კი ვერ მოხვდნენ.
100 მლნ ევროზე მეტად 20 ფეხბურთელია შეფასებული:
- ფილიპ ფოდენი (190,2 მლნ ევრო, «სიტი»).
- მეისონ გრინვუდი (178 მლნ ევრო, «მანჩესტერი»).
- მარკუს რეშფორდი (159,1 მლნ ევრო, «მანჩესტერი»).
- ერლინგ ჰაალანდი (155,5 მლნ ევრო, «დორტმუნდი»).
- ბრუნო ფერნანდეში (154,3 მლნ ევრო, «მანჩესტერი»).
- ფრენკი დე იონგი (138,7 მლნ ევრო, «ბარსელონა»).
- პედრი (133,2 მლნ ევრო, «ბარსელონა»).
- ალფონსო დევისი (131,6 მლნ ევრო, «ბაიერნი»).
- ჟოაო ფელიქსი (127,8 მლნ ევრო, «ატლეტიკო»).
- მეისონ მაუნტი(123,6 მლნ ევრო, «ჩელსი»).
- ჯეიდონ სანჩო (120,8 მლნ ევრო, «დორტმუნდი»).
- კილიან მბაპე (118,3 მლნ ევრო, «პსჟ»).
- ფერან ტორესი (118 მლნ ევრო, «სიტი»).
- კაი ჰავერცი (116,5 მლნ ევრო, «ჩელსი»).
- ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (115 მლნ ევრო, «ლივერპული»).
- რუბენ დიაში (114,4 მლნ ევრო, «სიტი»).
- ტიმო ვერნერი (108,9 მლნ ევრო, «ჩელსი»).
- ვინისიუსი (104,4 მლნ ევრო, «რეალი»).
- ბერნარდო სილვა (104,2 მლნ ევრო, «სიტი»).
- ბუკაიო საკა (104 მლნ ევრო, «არსენალი»).
GIPHY App Key not set. Please check settings