მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს სურს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სუპერბოული ჩაატაროს.
Marca წერს, რომ NFL-ის ჩემპიონის გამოსავლენად ფინალური თამაშის განახლებულ სტადიონზე გამართვა ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი ყველაზე მწველი სურვილია.
მადრიდში ღონისძიების გადატანა რთულად ჩანს, მაგრამ სამომავლოდ „სანტიაგო ბერნაბეუ“ შეძლებს ამ მასშტაბის ღონისძიების მიღებას. ამასთან, NFL-იც დაინტერესებულია ევროპული ბაზრით.
პერესის იდეა იმაშიცაა, რომ NBA-ის მატჩებიც ჩაატაროს „ბერნაბეუს“ კომპლექსში, რომლის მშენებლობა, როგორც ელიან, მომავალ წელს დასრულდება.
GIPHY App Key not set. Please check settings