„ფორმულას“ ინფორმაციით, თბილისის „დინამოს“ მფლობელმა, რომან ფიფიამ, შესაძლოა კლუბი გაყიდოს.
ფიფია დინამოში 2011 წლიდან არის და მეტ-ნაკლები წარმატებით დაგვამახსროვრა თავი. კიბატონო, ბოლო წლებში გუნდი მძიმე მდგოამრეობაშია, მაგრამ გავიხსენოთ პერიოდი, როცა გუნდში ალექს გარსია მოვიდა. ჩისკო, კოტო, მიკელ ალვარო, უსტარიცი და სხვა მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა დინამომ ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშა, სადაც ათენის „აეკთან“ დამატებით დროში დამარცხდა.
ბოლო წლებში კი „დინამოს“ გარშემო ბევრი ნეგატივი დაგროვდა. გაუთავებელი როტაცია, მწვრთნელების ცვლა, გამოუყენებელი აკადემიის რესურსი და სანატრელი, თუნდაც ერთი ბარიერის გადალხვა. შარშან, „კლაკსვიკის“ ტრაგედია და წელს სამოყვარულო „პაიდესთან“ მარცხი.
მოკლედ, მედალს ორი მხარე აქვს. რაც ფიფიამ აკადემიაში გააკეთა, ცალსახად, ქებას იმსახურებს, თუმცა პირველი გუნდის მენეჯმენტში უამრავი პრობლემა დაგროვდა და ვნახოთ, რამოხდება.
GIPHY App Key not set. Please check settings