in

ფიფამ U17 რუსები დაუშვა: ოღონდ – რუსეთი არ უნდა თქვან

ფიფამ რუსეთის 17 წლამდე ასაკის ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა.

ფიფას საბჭომ 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მისცა რუსეთის ბიჭების, ასევე გოგონების გუნდებს, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი უეფას შეჯიბრებებზე უნდა გაიარონ.

რუსებს თამაშის უფლება ექნებათ მხოლოდ „რუსეთის საფეხბურთო კავშირის“ სახელით და ვერ გამოიყენებენ სახელწოდებას „რუსეთი“. ასევე არ დაიშვება სახელმწიფო დროშა, ჰიმნი, ფორმა არ უნდა იყოს ეროვნულ ფერებში, არამედ ნეიტრალურ ფერებში.

ფიფამ ასევე დაადგინა, რომ დანარჩენი გადაწყვეტილებები ძალაში რჩება კონფლიქტის დასრულებამდე.

შეგახსენებთ, უეფას გადაწყვეტილების შემდეგ დაეშვა U17 რუსები შეჯიბრებებზე, მთელმა რიგმა ევროპულმა ნაკრებებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და უარი თქვეს რუსებთან თამაშზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფამ ყველა დააკმაყოფილა: მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ექვს ქვეყანაში და სამ კონტინენტზე

2034 წლის მუნდიალი საუდის არაბეთს უნდა: მშვიდობასა და სიყვარულს ვავრცელებთ