in

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა

ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა.

კონგრესი რუანდას დედაქალაქ კიგალიში ჩატარდა და მუნდიალის ჩატარების ფორმატზე შეჯერდნენ, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას 48 ნაკრები.

თავდაპირველად 48 მონაწილე 16 ჯგუფში (3-3 ნაკრები) უნდა გაენაწილებინათ, მაგრამ ფიფამ ამ იდეაზე უარი თქვა და 12 ჯგუფი დაამტკიცა 4-4 გუნდით.

1/16 ფინალში გავლენ ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი, ასევე მესამე ადგილზე გასული 8 საუკეთესო ნაკრები.

საერთო ჯამში გუნდები 104 მატჩს ითამაშებენ. ტურნირი 39 დღეს გასტანს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე სწრაფად, ყველაზე ახალგაზრდა – ჰოლანდი რეკორდებს ამყარებს, მესის უტოლდება და რონალდოს მისდევს

გონიერება, გული და იღბალი: ნაპოლი ჯერ არ გასულა, აინტრახტი პენალტების სერიას უმიზნებს