მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, პელეს გარდაცვალების გამო მწუხარება პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გამოთქვა.
“ფეხბურთის მეფემ დაგვტოვა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არასოდეს არ იქნება დავიწყებული”, – დაწერა მბაპემ ტვიტერზე და პელესთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.
ფაბრიციო რომანო: ” ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესომ დაგვტოვა. კაცი ღვთით ბოძებული ტალანტით, რომელმაც წარუშლელი მემკვიდრეობა დატოვა”.
ფეხბურთელების გარდა, მაგალითად, ბარაკ ობამამ ასეთი რამ დაწერა: “არასდროს დამავიწყდება დღე, როდესაც შენ შეგხვდი”.
კევინ კიგანი: “გავიზარდე შენს სიყვარულში და დღემდე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ხარ, ვისაც ბურთი გაუგორებია”.
ბრაზილიაში 3 დღიანი გლოვაა.
GIPHY App Key not set. Please check settings