მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7ტურში კოსოვომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უმასპინძლა.
პირველი ტაიმის საწყის წუთებში კოსოვო აქტიურობდა, თუმცა მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა.
45-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ლორიას კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც მურიქმა გამოიყენა და პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში სტუმრები აქტიურობდნენ, თუმცა კოსოვოს კარის დალაშქვრას ვერ ახერხებდნენ.
ვილი სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც შედეგი გამოიღო. მოედანზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრების მოუგებელი სერია დაასრულა – 2:1.
whoscored-მა ფეხბურთელთა შეფასება გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს.
ლორია – 6.7
კაშია – 7.1
დვალი – 6.3
კაკაბაძე – 6.8
ლობჟანიძე – 6.8
გვილია – 6.9
კვეკვესკირი – 6.6
გიორბელიძე – 6.9
წიტაიშვილი – 7.1
ოქრიაშვილი – 6.9
კვარაცხელია – 5.6
GIPHY App Key not set. Please check settings