in

ფეხბურთელებმა ფეხბურთელები ჩამოთვალეს: ვინ შევა წლის სიმბოლურში – 26-დან 11 დარჩება

ცნობილი გახდა ფიფასა და FIFPro-ის ვერსიით წლის გუნდში მოხვედრის პრეტენდენტები.

სიაში 26 ფეხბურთელია, რომლებიც თავად ფეხბურთელებმა შეარჩიეს. გაითვალისწინეს 2021 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდი.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ბრაზილია), ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა).

მცველები: ჟოაო კანსელო (სიტი/ბაიერნი, პორტუგალია), ალფონსო დევისი (ბაიერნი, კანადა), ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული, ნიდერლანდები), იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი, ხორვატია), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), ტეო ერნანდესი (მილანი, საფრანგეთი), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი/რეალი, გერმანია), ტიაგო სილვა (ჩელსი, ბრაზილია).

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (ბორუსია დორტმუნდი, ინგლისი), კაზემირო (რეალი/მანჩესტერი, ბრაზილია), კევინ დე ბრუინი (სიტი, ბელგია), ენცო ფერნანდესი (რივერ პლეიტი/ბენფიკა/ჩელსი, არგენტინა), გავი (ბარსელონა, ესპანეთი), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), პედრი (ბარსელონა, ესპანეთი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი, ურუგვაი).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), ერლინგ ჰოლანდი (ბორუსია დორტმუნდი/სიტი, ნორვეგია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი/ბარსელონა, პოლონეთი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერი/ალ ნასრი, პორტუგალია).

საბოლოო გუნდში მოხვდებიან მეკარე, სამი მცველი, სამი ნახევარმცველი და სამი თავდამსხმელი, რომლებიც სხვა ფეხბურთელებისგან ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ. კიდევ ერთ ადგილს დაიკავებს ნებისმიერი პოზიციის მოთამაშე, რომელიც დარჩენილ პრეტენდენტებს შორის ყველაზე მეტს ხმას მიიღებს.

11-კაციანი სიმბოლური ნაკრების საბოლოო შემადგენლობას პარიზში, 27 თებერვლის დაჯილდოებაზე გამოაცხადებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტის ისტორიული თუ მესის პირველი გამარჯვება პსჟ-სთან: ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას – სად არის კვარას ნაპოლი

მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს: ვალენსიას ლეგენდა