in

ფაქტი: მოხუცი სვანი, ქალების უქალობა ფორმულაში, გაეროზე უფრო მაგარი ფიფა და გოლები აქეთ-იქით

1958 წელს, იამაიკის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ჯეი ფოსტერმა გაიმარჯვა, რომელიც იმ მომენტისთვის 8 წლის იყო.

ოსკარ გომერ სვანი – შვედი მსროლელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ყველაზე უხუცესი ჩემპიონი და პრიზიორი იყო. მან 1908, 1912 და 1920 ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგო.
1920 წელს შვედეთში ჩატარებული ოლიმპიადა, ისტორიაში იმით შევიდა, რომ მასში 72 წლის ოსკარ სვანი მონაწილეობდა.

“ფორმულა 1”-ის ავტოშეჯიბრი ერთადერთი სპორტია, რომელშიც ქალებს და მამაკაცებს ერთად შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. თუმცა, ჯერჯერობით არცერთ ქალ სპორტსმენს, სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

ინგლისელმა ფეხბურთელმა სტენლი მეთიუზმა თავისი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში (50 წლის ასაკამდე თამაშობდა), 700-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არცერთი გაფრთხილება არ მიუღია. გამოსათხოვარ მატჩზე, ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ II-მა მას რაინდობა უბოძა. ეს პირველი შემთხვევა იყო სპორტის ისტორიაში.

ფიფას მეტი წევრი ქვეყანა ჰყავს, ვიდრე გაეროს.

მსოფლიოში 27 საფეხბურთო კლუბს მეტსახელად “ბითლზების” სიმღერის სახელწოდება აქვს. ერთ-ერთი მათგანია ესპანური “ვილიარეალი”. “ვილიარეალის” სახელი მომდინარეობს სიმღერიდან the Yellow Submarine – ყვითელი წყალქვეშა ნავი.

1978 წელს სერ ალექს ფერგიუსონი, მას შემდეგ რაც ქალს შეაგინა, სამსახურიდან დაითხოვეს.

1976 წლის 20 მარტს ”ასტონ ვილას” მოთამაშემ, კრის ნიკოლმა ”ლესტერთან” მატჩის დროს 2-2 გოლი გაიტანა. 2 მოწინააღმდეგის კარში და 2-იც საკუთარ კარში. მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

კინემატოგრაფიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა – კრივი.


მექსიკელი ფეხბურთელი რაფაელ მარკესი პირველია, რომელმაც ნაკრების კაპიტნის სამკლაური ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მოირგო. იაპონია-კორეის 2002 წლიდან ბრაზილია 2014-ის ჩათვლით ის კაპიტანი იყო.

ფაქტი: პირველი მატჩი, პირველი რეკორდი და ეროსის პრინციპულობა

ფაქტი: პირველი მეჩირაღდნე და პირველი გუნდი მსოფლიოზე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მჭედლიძე ტორპედოში ითამაშებს

ლორიამ მამარდას ხელთათმანებით და კაშიას ბუცებით ივარჯიშა