in

ფარმა ბურთი არ მიიღო კი არა, სროლა უნდა ვისწავლოთ: კაპიტნის გარეშე დარჩენილი ნაკრების კრახი საშინაო ევრობასკეტზე

“საშინაო ტურნირი, რომელიც მალე უნდა დავივიწყოთ” – ასე შეგვიძლია ვუწოდოთ 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისის იყო. ისე, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო, სპორტის თვალსაზრისით, საფეხბურთო ქვეყანაა და მაინც არ ვართ საკალათბურთო ერი. მაგალითისთვის, 23 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “დინამო არენაზე” ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო და უკვე თითქმის ყველა გაიყიდა. ევრობასკეტის მატჩები კი, საქართველოს ნაკრების მატჩებს თუ არ ჩავთვლით ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. მათ შორის, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი (ესპანეთი) მატჩიც.

შედეგის თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ ევრობასკეტზე სრული ფიასკო ჰქონდა. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, ევრობასკეტამდე რამდენიმე დღით ადრე ნიდერლანდებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მხრის ტრავმა მიიღო და ნაკრებს საშინაო ევრობასკეტზე გამოაკლდა. თორნიკე შენგელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია და ჩვენი ნაკრების უდაო ლიდერია. მისი გამოკლების შემდეგ ნაკრებს ტიპიური მძიმე ფორვარდი არ ყავდა. ფორვარდი, რომელსაც სამწამიანშიც შეუძლია თამაში და შეტევებსაც კარგად წარმართავს. ამხანაგურ შეხვედრებშიც სჩანდა, რომ ზუროსის ტაქტიკურ მონახაზში თოკოს ე.წ. “ფეინთფორვარდის” როლი ჰქონდა. თოკოს ტრავმას საშინაო ევრობასკეტის პირველ მატჩში გოგა ბითაძის ტრავმაც დაემატა და გოგამაც რამდენიმე თამაში ტრავმით ჩაატარა. გიორგი შერმადინიც აშკარად ვერ იყო კარგ ფორმაში. ჩვენს ნაკრებში ერთადერთი ნათელი წერტილი ალექსანდრე მამუკელაშვილი იყო, მაგრამ მხოლოდ “მამუ” ასეთ დონეზე თამაშებს ვერ მოიგებს.

ისევ გამოჩნდა სათადარიგო მოთამაშეების ნაკლებობა. ჩვენი გუნდი 5 კალათბურთელზე აწყობილი და სკამიდან სათანადო შევსება არ გვაქვს. როგორი მაღალი დონის სასტარტო ხუთეულიც არ უნდა გყავდეს, მხოლოდ 5 კაცით, ასეთ ინტენსიურ ტურნირზე, როდესაც 7 დღეში 5 მატჩი გიწევს, წარმატებაზე ვერ იფიქრებ. გასაგებია, თორნიკეს არ ყოფნა და გოგას ტრავმა, მაგრამ როცა სამი მაღლით თამაშობ და სამწამიანში ფარს თითქმის ყველა გუნდთან აგებ, აქ უკვე სხვა პრობლემაზე მივდივართ. ევრობასკეტის თითქმის ყველა შეხვედრა ვნახე და ყველა გუნდს მინიმუმ ერთი “სნაიპერი” მაინც ყავს, რომელსაც დაყენებული სროლა აქვს პერიმეტრიდან. ჩვენს გუნდში ასეთი არ არის. რამდენჯერ არ უნდა ვიმართლოთ თავი, რომ არ წაუვიდა სროლა, ფარმა ბურთი არ მიიღო-ფარმა ბურთი არ მიიღო კი არა, ვაღიაროთ რომ მსროლელი არ გვყავს.

ერთი მატჩი მაინც მოვიგეთ თურქებთან, მაგრამ ეგ უფრო გულის მოსაფხანად არის კარგი.

საბოლოოდ, კაპიტნის, კარგი მსროლელის და სათადარიგო მოთამაშეების გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა საშინაო ევრობასკეტი 1 მოგებით და 4 მარცხით დავასრულეთ და ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე ჩავრჩით ჯგუფში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერ ლიგის ისტორია დაწერილია: ითან ნვანერი, 15 წლის და 180 დღის, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა!

ამ ევრობასკეტის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არის ახალი არენა თბილისში: Fiba