in

ფავორიტებმა გაიმარჯვეს, ადრეულ მატჩებში კი უამრავი გოლი გავიდა

მშვენიერი სათამაშო დღე გამოდგა. ჯერ კამერუნისა და სერბეთის ჯახით დაიწყო, რომელშიც კამერუნი იგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ორჯერ აიღო მეტოქის კარი, რასაც მიტროვიჩმა კიდევ ერთი დაამატა მეორე ტაიმში, მაგრამ კამერუნმა 3 წუთში გაათანაბრა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

შემდეგ კი იყო განასა და სამხრეთ კორეას შორის გამართული ძალიან მაგარი მატჩი. ჯერ “საუთჰემპტონელმა” სალისუმ შემდეგ კი “აიაქსელმა” კუდუსმა ორჯერ დალაშქრეს აზიელთა კარი.

მეორე ნახევარში ჩომ 3 წუთიან მონაკვეთში მოახერხა დუბლის შესრულება და კორეა დაბრუნდა, მაგრამ ისევ კუდუსი და განამ უმნიშვნელოვანესი მატჩი 3:2 მოიგე.

საღამოს სესიაზე კი ტურნირის ფავორიტები შემოგვიერთდნენ. ბრაზილიისა და შვეიცარიის მატჩში უნეიმაროდ დარჩენილმა ბრაზილიელებმა მაინც მოახერხეს ბურთით ცეკვა და სამხრეთული სურნელების მიმოფრქვევა. ეს ყველაფერი ანგარიშში არ თარგმნილა, სელესაომ მოკრძალებულად, 1:0 (კაზემირო) მოიგო, მაგრამ უნდა ვახსენოთ ვინისიუსის გაუქმებული გოლი და პლუს იან ზომერის 3 კარგი სეივი. ბრაზილია სუპერ გამართული ძრავის შთაბეჭდილებას ტოვებს…

ბოლოს კი იყო კრიშტიანუ და მისი პორტუგალია და ურუგვაი. ევროპელთა მიზანი გამარჯვება და 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება იყო, რაც წარმატებით შესრულდა, პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა. ბრუნო ფერნანდეშმა დუბლი შეასრულა, მაგრამ კრიშტიანუ პირველ ბურთზე გამალებით ამტკიცებდა, მე შევეხე, ჩემიაო.

როგოც მინიმუმ, ასე ჩანდა, რაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტისგან მთლად მომნუსხველი ჟესტი არ არის. პორტუგალიელებმა საქმე კარგად გააკეთეს და სამხრეთ ევროპელებმაც დასჭექეს: პორტუგაააააალ!!!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

6 გოლიანი თრილერი კამერუნსა და სერბეთს შორის!

(ვიდეო) ინდიანამ ლეიკერსს ბოლო წამზე მოუგო