in ,

უქიმერიონის ღირსეული საქციელი: ბოლო ვარჯიშზე აკადემიის აღსაზრდელებმა სათამაშოები მიიტანეს

საფეხბურთო კლუბ “უქიმერიონის” ღირსეული და დასაფასებელი საქციელი. აკადემიის აღსაზრდელებმა ვარჯიშზე სათამაშოები მოიტანეს, რომლებსაც მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაცემენ.

“ფეხბურთის მთავარი იდეა სიკეთე და სხვებზე ზრუნვაა.

“ჩვენი აკადემიის თითეულმა აღსაზრდელმა სეზონის ბოლოს სტადიონზე თითო საჩუქარი დატოვა, რათა ჩვენ იმ ბავშვებს გადავცეთ, რომლებიც ახალ წელს უსაჩუქროდ ხვდებიან.

მოგიწოდებთ ყველას – ვაკეთოთ სიკეთე ყველამ ერთად”, – წერს უქიმეიონი სოციალურ ქსელში.

გეტყვით, რომ მსგავსი ტრადიცია ევროპაშიც არსებობს. მაგალითად, ესპანური “ბეტისი” ავიღოთ, წლის ბოლო საშინაო მატჩზეც გულშემატკივრები მოედანზე სათამაშოებს ისვრიან და გუნდი ამ სათამაშოებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ურიგებს. მსგავსი ტრადიცია აქვს როტერდამის “ფეიენოორდსაც”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგელთა ბიუჯეტი ფეარ-პლეის გათვალისწინებით: სიტი მე-12-ეა – ვის დარჩა სახარჯი ფული

ჯაბა კანკავა: ნაკრებში საოცარი ენერგიით ვიმუხტები